დეპუტატები დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან

29 ივნისი 2020, 10:10 1235 ნახვა

დღეს, 29 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა გაიმართება.  ცნობილია, რომ ''ევროპული საქართველო'' და ''ნაციონალური მოძრაობა'' ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. მათი მთავარი მოთხოვნა გიორგი რურუას გათავისუფლებაა.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, მისი ფრაქციის შვიდივე წევრი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. 

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დგინდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან და გადანაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში