აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

29 ივნისი 2020, 18:32 5758 ნახვა

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში გამოკვლეული 297 პირიდან, 2 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსი ორივე პირს ცხელების ცენტრში დაუდასტურდა, სადაც ისინი საზღვრიდან გადაიყვანეს. დადასტურების შემდეგ კი, ორივე ინფიცირებული კლინიკა „მედალფაში“ მსუბუქი სიმპტომებით არის მოთავსებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში