ცვლილება აჭარის საარჩევნო კანონში პირველი მოსმენით მიღებულია

01 ივლისი 2020, 20:04 1667 ნახვა

2020-ის არჩევნების შემდეგ, აჭარაში 6-ის ნაცვლად, 3 მაჟორიტარი იქნება. ყოველ შემთხვევაში კანონპროექტის პირველი მოსმენის შედეგებით ასე სჩანს. ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში, 21 დეპუტატიდან, მოქალაქეები 18-ს პროპორციული სისტემით აირჩევენ. 15 კანონმდებლის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების მიღებას, ოპოზიცია არ დასწრებია.  რეგიონის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, უმაღლესი საბჭო მეორე და მესამე მოსმენითაც განიხილავს, საბოლოოდ კი მას საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში