18/3 - ცვლილებები აჭარის კონსტიტუციაში

02 ივლისი 2020, 12:01 1236 ნახვა

დღეს ორ საათზე აჭარის   უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა გაიმართება და  გაირკვევა თუ როდის ჩაინიშნება სხდომა, რომელზეც რეგიონის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს  მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.  

გუშინ რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით, 15 ხმით დაამტკიცა, კანონპროექტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატს პროპორციული,   ხოლო  სამს  მაჟორიტარული წესით აირჩევენ.  

თუკი კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, მაშინ  ოლქები ასე გადანაწილდება.  ბათუმს -1 დეპუტატი ეყოლება,  ამდენივე ქობულეთსა და მახინჯაურს,   ხელვაჩაურს, ქედას, შუახევსა და ხულოსაც  1 დეპუტატი.  სხდომას  ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია.   ისინი მიზეზად 8 მარტის შეთანხმების დარღვევას ასახელებენ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში