ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

02 ივლისი 2020, 12:04 1301 ნახვა

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს  დღეს მეორე მოსმენით  უყრიან კენჭს. ცვლილებები ხმის მიცემის დღეს ახალ წესს  ადგენს. სიახლეა  საარჩევნო კამპანიის რეგულაციასთან დაკავშირებითაც, კონკრეტულად კი მკაცრდება რეგულაციები ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით.

ასევე საუბარია  პარტიების დაფინანსების ახალ მოდელზეც.   ყველა ეს ცვლილება ეუთო ოდირის  მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაცემულ რეკომენდაციებს ეხება.   კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით, 91 დეპუტატის მხარდაჭერით გუშინ დაამტკიცა.

რატომ არ უჭერს  მხარს  ცვლილებას ოპოზიცია   და რა პასუხი  აქვთ მმართველ გუნდში.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში