სპეციალური რეისები ერთმა ავიაკომპანიამ აღარ უნდა შეასრულოს - გიორგი გახარია

02 ივლისი 2020, 12:32 1339 ნახვა

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეციალური რეისები ერთმა ავიაკომპანიამ აღარ უნდა შეასრულოს.

გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს, ჩარტერული რეისების განრიგის შემუშავება დაავალა.

მისივე თქმით, ბილეთის ფასი 200 ევროს არ უნდა აჭარბებდეს.

''ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქში. ეს ყველფერი რომ არ გაჭიანურდეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები.

ეკონომიკის სამინისტროს აქვს უკვე მიღებული დავალება, რომ ორშაბათისთვის უნდა არსებობდეს განრიგი ბილეთის მისაღები ფასებით, არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და კატასტროფული ფასები. რაზეც ჩვენ ყველას გვსმენია. ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო დავალება, რომ ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ, უნდა შეასრულოს რამდენიმე ავიაკომპანიამ, უნდა იყოს მორგებული პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეებზე, ეკომიგრანტებზე, რომელიც სხვადსხვა ქვეყნიდან სასწრაფოდ გვყავს გამოსაყვანი.

ორშაბათს უნდა არსებობდეს შესაბამის საინფორმაციო რესურსებზე კონკრეტული განრიგი რეისების, კონკრეტული ქალაქებიდან, როდის დაიწყება ფრენები უახლოეს  პერიოდში და რომელი ქალაქებიდან“ - აღნიშნა გახარიამ.

აქამდე მთავრობის მიერ დაგეგმილ სპეციალურ რეისებს ავიაკომპანია აირზენა ახორციელებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში