საგამოძიებო უწყებებს აქვთ ვალდებულება, არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი - გახარია შაქარაშვილის საქმეზე 

03 ივლისი 2020, 11:48 1372 ნახვა

სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანის ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ. 

გიორგი გახარიას თქმით, საგამოძიებო უწყებებმა ყველა კითხვას უნდა გასცენ პასუხი, ეს მათი ვალდებულებაა. 

'' ეს თემა დავხურეთ. ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი. ბოლო კითხვა, რაც შეიძლება იყოს, შეიძლება დაუსაბუთებელი, მაგრამ ბოლო მოქალაქესაც, რომ ჰქონდეს კითხვა, ამ კითხვაზე სასწრაფოდ უნდა იყოს გაცემული პასუხი.

მე პირადად და ჩვენ ამის ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენი გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. შესაბამისად, ყველა ვისი მოვალეობაც იქნება, უახლოეს საათებში და დღეებში საზოგადოების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ. ეს არის მათი ვალდებულება და მოვალეობა და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

19 წლის ფეხბურთელის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილი 18 ივნისის ღამეს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე 17 მოქალაქე დააკავა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში