ნინო კვირიკაძე მერაბ კარანაძის წინააღმდეგ

04 ოქტომბერი 2016, 00:00 3708 ნახვა

საარჩევნო ბლოკ “თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს, მერაბ კარანაძეს 2004 წელს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს. ნინო კვირიკაძე ამბობს, რომ მერაბ კარანაძემ სასამართლოში დოკუმენტაცია გააყალბა. ნინო კვირიკაძე აცხადებს, რომ ადამიანი რომლის მიმართაც გამოძიებაა დაწყებული, არ შეიძლება იყოს დეპუტატობის კანდიდატი. ბრალდების ადრესატმა სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადა. პირად საუბარში კი განმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე  ორ ინსტანციაში მოგებული აქვს.  მის წინააღმდეგ კი საქმე არ არის აღძრული.

ამავე კატეგორიაში