რატომ არ დასრულდა საავტომობილო გზის მშენებლობა სამრეწველო ზონაში?

03 ივლისი 2020, 14:39 1407 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი აჭარის მთავრობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.  მიშა ბოლქვაძის  თქმით, არა ერთი დაპირების მიუხედავად  ხელვაჩაურში  სამრეწველო ზონაში ე.წ. ჭოროხის გზის რეაბილიტაცია არ დასრულებულა.

მისივე ინფორმაციით, დაუსრულებელი პროექტი, რომლის რეაბილიტაციისთვისაც 4 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო,  საგზაო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა  არჩილ ჩიქოვანმა ჩაიბარა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, წერილობით ინფორმაციაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ გზის  3,5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულებულია და იგი ჩაბარებულია, რაც შეეხება დარჩენილ მონაკვეთს,  იგი  პროექტის მეორე ეტაპია და   მისი მოწყობა მიმდინარეობს.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში