აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს

04 ივლისი 2020, 13:21 2022 ნახვა

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს.

გადაწყვეტილება სტიქიის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს. სამთავრობო კომისიის წევრების რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 17 ოჯახს გამოეყოფა – 118 518 ლარი;

ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებულ რვა ოჯახს თითოეულს გამოეყოფა 20 000 ლარი;

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ერთ ოჯახს გამოეყოფა – 10 000 ლარი;

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ ოთხ ოჯახს – 60 000 ლარი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში