ახალგაზრდების საჭიროებებზე დოკუმენტი უნდა მომზადდეს

06 ივლისი 2020, 14:51 1594 ნახვა

 ფორმალური განათლების მიღმა ახალგაზრდების გაძლიერება,  საჭირო კომპეტენციების და ახალი თანაბარი შესაძლებლობების მიცემა - ამ საკითხებზე ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ქობულეთში  შეხვედრა გამართეს.  

ითქვა, რომ შემუშავებულია სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით, რომლის  ერთ–ერთი მიმართულებაა მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის  დოკუმენტის შექმნა. ამ მიზნით 11 საპილოტე მუნიციპალიტეტში შეხვედრები ჩატარდება.

ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია კვლევა, რომელიც ახალგაზრდების პრობლემებზე, გამოწვევებსა და საჭიროებების კვლევაზე ჩატარდა. საპილოტე პროექტის ფარგლებში  ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 500-ახალგაზრდა გამოიკითხა. პროექტი ევროკავშირირის ხელშეწყობით ხორციელდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში