გრიგოლეთისა და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში, კარანტინის გავლის შემდეგ, თურქი სპეციალისტები ჩაერთვებიან

06 ივლისი 2020, 19:47 2181 ნახვა

გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში, დამატებითი პერსონალი კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთვება.- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„სამუშაოს უფრო ეფექტურად წარმართვისთვის და მეტი პროგრესის მისაღწევად, საჭირო გახდა მნიშვნელოვანი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის თურქეთიდან ჩამოყვანა.

თურქეთიდან ბათუმში ჩამოყვანილი დამატებითი  მუშახელი სასტუმროში  გადაიყვანეს, სადაც ისინი  14- დღიან იზოლაციას გაივლიან.

სამინისტროს ცნობით , თურქული კომპანიის თანამშრომლებს კარანტინის გავლის შემდეგ კვლავ ჩაუტარდებათ PCR ტესტები და ექიმის  დასკვნის საფუძველზე, ისინი პროექტებზე მუშაობას შეძლებენ.

„საიზოლაციო პერიოდის და PCR ტესტირების ხარჯებს თურქული მხარე გაიღებს . ამ დროისთვის, გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებზე დასაქმებულთა 70% ადგილობრივი მოსახლეა. ქართული მხარე ასევე განიხილავს სხვა კონტრაქტორი კომპანიების მოთხოვნებსაც, მიმდინარე საერთაშორისო პროექტებისთვის საჭირო სპეციალისტების მსგავსი პროცედურების დაცვით ჩამოყვანის შესაძლებლობის თაობაზე“,- აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში