მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების გატარების უფლება შესაძლოა წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდეს

07 ივლისი 2020, 11:26 1420 ნახვა

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვები, შესაძლოა, წლის ბოლომდე გაგრძელდეს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა.

უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ვადის გაგრძელება წლის ბოლომდე არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საშუალებას იძლევა. კანონპროექტით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. ამის უფლებამოსილება კი, მთავრობას ენიჭება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში