აქცია სასმელი წყლის მოთხოვნით

08 ივლისი 2020, 18:54 2047 ნახვა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ქობულეთის   მერიის შენობაში.  სასმელი წყლით  მომარაგების პრობლემის მოგვარებას ოთხი სოფლის მოსახლეობა ითხოვდა. ისინი ქობულეთის მერთან შესახვედრად ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ.  მოსახლეობა ამბობს, რომ წლებია   წყალი ან გრაფიკით მიეწოდებათ და მღვრიეა, ან საერთოდ არ აქვთ. მოსახლეობამ დღეს საკუთარ ონკანში ავსებული წყლით ბოთლი მერს მიუტანა.   მერის მოადგილე ამბობს, რომ მათთვის პრობლემა ცნობილია და მიმდინარეობს მოსაგვარებლად სამუშაობი. მისი თქმით,  „აჭარის წყლის ალიანსი“ ახორციელებს მასშტაბურ პროექტს, რომელმაც პრობლემა სრულად უნდა მოაგვაროს. შენობაში ხმაურს კი ნაციონალური მოძრაობის მიერ დადგმულ პერფორმანსს  უწოდებს.  
 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში