ზღვის წყალმცენარეების რაოდენობის მატებასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს

08 ივლისი 2020, 19:02 1541 ნახვა

შავი ზღვის სანაპირო ზოლში უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარე დაფიქსირდა. უფრო ზუსტად კი ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე. შავი ზღვის სანაპიროზე წყალმცენარეების რაოდენობის მატებასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეიცლიასტებმა კვლევა დაიწყეს. სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას. აიღეს სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით. კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში უნდა გახდეს ცნობილი. ბიოლოგიის მეცნიერებატა დოქტორი არჩილ გუჩმანიძე აცხადებს, რომ არნიშნულ პრობლემას სუბიექტური საფუძველი აქვს. მისი ინფორმაციიტ ფოთში, მდინარე კაპარჭინას გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ბიოლოგიური მასის ამოღების ნაცვლად ის გაატანეს დინებას, რომელმაც ჯერ პალიასტომის ტბა, შემდეგ მდინარე მალთაყვა და შავი ზღვის ფოთის აკვატორია დააზარალა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში