მორიგი აქცია თურქეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით

08 ივლისი 2020, 20:48 2777 ნახვა

საზღვარგახნსილი ქვეყნების ჩამონათვალში, არ მოხვდა თურქეთი. სწორედ, ეს იყო მეზობელ სახელმწიფოში თვითდასაქმებული საქართველოს მოქალაქეების პროტესტის მიზეზი. აჭარის უმაღლეს საბჭოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეების თქმით, თუ თურქეთის საზღვარი არ გაიხსნა, ერთჯერადი დახმარება მათ მდგომარეობას ვერ შეამსუბუქებს და ხელისუფლებისგან ყოველთვიური ფინანსური დახმარება მოითხოვეს. უცნობია, საქართველოს ხელისუფლება თურქეთთან საზღვრის გახსნას,სავარაუდოდ იქ არსებული მდოგმაროების გამო არ ჩქარობს, რადგან კოვიდ 19-ით ინფიცირების ასობით შემთხვევა ისევ ფიქსირდება. მიმდინარეობს თუ არა და რა დონეზე შეიძლება იყოს მოლაპარაკებები მეზობელ ქვეყანასთან ჩვენ ტრაპიზონში თურქეთის საკონსულოს წარომადგენელს დავუკავშირდით, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. 
 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში