ხელვაჩაურში „ლელოს“ ოფისი გაიხსნა

09 ივლისი 2020, 14:37 1814 ნახვა

აჭარაში პოლიტიკური გაერთიანება ''ლელოს'' კიდევ ერთი ახალი ოფისი გაიხსნა. ხელვაჩაურის რაიონულ ოფისს მერაბ აბაშიძე უხელმძღვანელებს. გაერთიანების ლიდერებმა ადგილობრივ წევრებთან ერთად სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ოფისის გახსნის შემდეგ ''ლელოს'' წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ.

''ლელოს'' ლიდერების განცხადებით, მთავარი საარჩევნო დაპირება ქვეყანაში სოციალური მდგომარების გაუმჯობესება, ემიგრანტების დაბრუნება, დასაქმება, ადამიანის უფლებებისა და ინტერესების დაცვა იქნება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში