13 ივლისიდან ღია სივრცეში ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია

09 ივლისი 2020, 18:15 2084 ნახვა

13 ივლისიდან ღია სივრცეში ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია 13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დასაშვები ხდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, კვლავ იკრძალება ღია სივრცეში ქორწილის გამართვა. კულტურის დარგში ჩვენ დავუკავშირდით კერძო და საჯარო უწყებების წარმომადგენლებს. სავარაუდოდ, ოქტომბრამდე აჭარაში მასშტაბური კულტურული ღონისძიებები არ გაიმართება. მათ შორის, კვლავ უცნობი რჩება, ჩატარდება თუ არა ,,შუამთობის" დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება. პანდემიის გამო, ,,ბლექ სი არენაზე" დაგეგმილი ყველა ღონისძიება მომავალ წლამდე გადაიდო.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში