ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, მიუღებელი და ამორალურია - პრემიერი

10 ივლისი 2020, 11:34 1168 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გარდაცვლილი ფეხბურთლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე  უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. 

გიორგი გახარიას თქმით, ტრაგედიით სპეკულირება და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება, რაც ამორალურია.

„როდესაც მე ვსაუბრობ, რომ პოლიტიკურ შეფერილობას, სამწუხაროდ, იძენს ჩვენს ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში ტრაგიკული შემთხვევები, სწორედ ამას ვგულისხმობ. მეგობრებო, მიმდინარეობს გამოძიება. სახელწიფოს და საგამოძიებო ორგანოების ამოცანაა, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. მე  თუ კითხვები მიჩნდება, ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც სანამ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელია და სანამ გამოძიების პროცესი არ დასრულებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ.

ჩვენი მთავარი ამოცანაა ახლა, ყველამ ხელი შევუწყოთ გამოძიებას.  გამოძიება რომ დასრულდება და გამოძიების შედეგი რომ იქნება, შემდგომ შეიძლება უკვე ამ გამოძიების ყველა მხრიდან შეფასება.  მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება რაღაც პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არასამართლიანი კი არა, ამორალურია ეს ყველაფერი. ყველანაირ ფასეულებებს მიღმაა,“- განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში