ბულვარის ახალი კონცეფცია

10 ივლისი 2020, 20:41 1633 ნახვა

ბათუმის ბულვარის მომავალსა და მისი განვითარების პერსპექტივებზე მოგიყვებით, რომელიც ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობაა. სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მცხოვრებლებს აერთიანებს. ის მოიცავს შვიდკილომეტრიან სასეირნო, ზღვისპირა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული მცენარეები. ახლა, კი ბულვარის განვითარების ახალ კონცეფციაზე მუშაობენ, რომელშიც ძველი იერსახესთან ერთად, საზოგადოების ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში