ხვალიდან თურქეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ლეგალურად ყოფნის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

13 ივლისი 2020, 15:27 5799 ნახვა

თურქეთში საქართველოს საელჩო იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს განმარტებით, ხვალიდან ძალაში შედის ახალი რეგულაციები უცხოელთა ქვეყანაში ყოფნის ლეგალურ ვადებთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული რეგულირდება „უცხოელთა და საერთაშორისო დაცვის შესახებ“ 2013 წლის 4 აპრილის №6458 კანონის მე-9 პუნქტის ქვესათაურით „თურქეთში შემოსვლის აკრძალვა“.

1. მიუხედავად იმისა, დარღვეული აქვთ თუ არა ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადები, ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკაში შემოსვლის აკრძალვა არ ვრცელდება შემდეგ პირებზე:

 

ა. 3 თვემდე ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებზე, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

 

ბ. 3 თვემდე  ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან ფულად ჯარიმას;

2. იმ პირების მიმართ, რომლებსაც დარღვეული აქვთ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადები და ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით ტოვებენ ქვეყანას, მიღებულ იქნება 1 თვიდან 5 წლამდე ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება;


ა. 3 თვეზე მეტი  ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას.

ამ კატეგორიაში შემავალი პირებისათვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის განსაზღვრის სქემა:

• 3 თვიდან - 6 თვემდე ვადის დარღვევა -1 თვის ვადით აკრძალვა;
• 6 თვიდან - 1 წლამდე ვადის დარღვევა -3 თვის ვადით აკრძალვა;
• 1 წლიდან - 2 წლამდე ვადის დარღვევა - 1 წლის ვადით აკრძალვა;
• 2 წლიდან - 3 წლამდე ვადის დარღვევა - 2 წლის ვადით აკრძალვა;
• 3 წელზე მეტით ვადის დარღვევა -5 წლის ვადით აკრძალვა;

უცხოელებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადები და საკუთარი ნებით ან შესაბამისი ორგანოების ჩარევით იძულებით ტოვებენ ქვეყანას, შეეფარდებათ 3 თვიდან 5 წლამდე თურქეთის რესპუბლიკაში შემოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება, შემდეგ შემთხვევებში:

ა. ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, თუმცა არ იხდიან  კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

 

ბ. 3 თვემდე  ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ან არ იხდიან კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

 

გ. 3 თვეზე მეტი ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომელთა შესახებაც გამოტანილ იქნა ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება, ან ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, პირი იხდის თუ არა კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

დ. უცხოელებს, რომელთაც უარი ეთქვათ ბინადრობის ნებართვის პირველად გაცემა-განახლებაზე ან შეუწყდათ ბინადრობის ნებართვა, ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ გადაკვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, პირი იხდის თუ არა კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

 

ე. უცხოელებს, რომელთაც უარი ეთქვათ სამუშაო ნებართვის პირველად გაცემა-განახლებაზე ან შეუწყდათ სამუშაო ნებართვა, ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ გადაკვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა  კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

 

ვ. უცხოელებს, რომელთაც შეუძლიათ ვიზის გარეშე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღის მანძილზე 180 დღის განმავლობაში და რომელთაც აღნიშნული პერიოდის სრულად გამოყენების შემდეგ ქვეყანაში შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განაცხადის შეტანის ვალდებულების მიუხედავად, არ მიუმართავთ შესაბამისი უწყებისათვის; ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

ზ. უცხოელებს, რომელთაც პატიმრობაში ყოფნის გადაწყვეტილება შეეცვალათ ალტერნატიული სასჯელით. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, პირი იხდის თუ არა კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

 

თ. უცხოელებს, რომლებიც შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე, ბადრაგის ზედამხედველობით დეპორტირებულ იქნენ ქვეყნიდან. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, პირი იხდის თუ არა  კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

ამ კატეგორიაში შემავალი პირებისათვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის განსაზღვრის სქემა:

• 3 თვემდე ვადით დარღვევა -3 თვის ვადით აკრძალვა;
• 3 თვიდან - 6 თვემდე ვადით დარღვევა - 6 თვის ვადით აკრძალვა;
• 6 თვიდან - 1 წლამდე ვადით დარღვევა - 1 წლის ვადით აკრძალვა;
• 1 წლიდან - 2 წლამდე ვადით დარღვევა - 2 წლის ვადით აკრძალვა;
• 2 წელზე მეტი ხნის ვადით დარღვევა - 5 წლის ვადით აკრძალვა;

4. თუ მანამდე პირის მიმართ გამოტანილი ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის ვადა ამოწურულია, მაგრამ მოქალაქეს არ გადაუხდია № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრული ან სხვა კატეგორიის ფულადი ჯარიმა-დავალიანებები, №6458 კანონის მე-7 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, ეკრძალებათ ქვეყანაში შემოსვლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში