საქართველოში შეკერილი პროდუქციით მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები ისარგებლებენ - პრემიერი

14 ივლისი 2020, 14:48 1118 ნახვა

რუსთავში ახალი საწარმოს - ''ქართული ტექსტილის'' მშენებლობა იწყება. ადგილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება. გიორგი გახარიას თქმით, ეკონომიკური კრიზის ფონზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში დამზადებული პროდუქციას მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები მოირგებენ. მსგავსი საწარმოები კი უკვე წლებია მუშაობს აჭარასა და ფოთში.

''ეკონომიკური კრიზისის პირობებში მოქალაქეებს შემოსავალი დააკლდათ ოჯახებში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ და ძველი შევინარჩუნოთ. აქ ზუსტად 4 თვეში 3000 სამუშაო ადგილი  შეიქნება და საწარმო ამოქმედდება. ეს ქალაქისთვის სერიოზული მიღწევაა. აქ რომ არ მოვსულიყავი არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ბატონ ჯემალთან 6 წლიანი საქმიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ბიზნესომბუდსმენი ვიყავი, როცა ''აჭარა ტექსტილი'' იწყებდა მუშაობას და ეს თანამშრომლობა იყო დინამიური. 

მსგავსი საწარმო იყო ჯერ ქობულეთში, ფოთში და ფაქტობრივად ეს არის მეოთხე საწარმო, რომელიც ქართული მსუბუქი მრეწველობის ავანგარდია. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ასე დარგობრივად, სექტორულად უნდა მივყვეთ. დღეს მთავრობის პრიორიტეტია ეკონომიკასა და ბიზნესზე კრიზის ზემოქმედების მინიმალიზაცია. 

ამ საწარმოში შეკერილ ნაწარმით ისარგებლებენ მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების ნაკრებები და საუკეთესო სპორტსმენები. ეს არის ის, როდესაც ჩვენ ყველა შეგვიძლია ვიამაყოთ, როდესაც ნაწარმს აწერია ''ნაწარმოებია საქართველოში'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში