ნატო ქართულ რეფორმებს იწონებს

14 ივლისი 2020, 20:35 1597 ნახვა

ნატო-საქართველოს კომისიაზე  მაღალი შეფასება მიეცა, საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში განხორციელებულ რეფორმებს, ქვეყნის ჩართულობას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების პროცესში,  ასევე დემოკრატიის განმტკიცებისა და პანდემიის ეფექტიანი პრევენციის კუთხით ხელისუფლების ნაბიჯებს. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, მოკავშირეების მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი მტკიცე მხარდაჭერა და ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის წარმატებას ამ მიმართულებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში