შეხვედრა ევროკომისართან

15 ივლისი 2020, 10:33 1008 ნახვა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში თანამშრომლობაზე, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტერიალისა და ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში განხილულ საკითხებზე, კერძოდ  პარტნიორობის მომავალ სამიტის სამზადისს და პარტნიორობის  მომავალის ხედვას 2020 წლის შემდგომ პერიოდში. შეხვედრაზე განხილული იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში