ქობულეთი ტურისტების მოლოდინში

15 ივლისი 2020, 20:11 1737 ნახვა

ზღვისპირა კურორტი, გამორჩეული ტრადიციები, სტუმართმოყვარეობა, ისტორიული ადგილები, რბილი სუბტროპიკული ჰავა, მცხუნვარე მზე და თბილი ზღვა - ეს ქობულეთია, კურორტი, რომელიც ზღვასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. ტურისტს სწორედ მისი საყოველთაოდ ცნობილი წვრილქვიშიანი, მრავალკილომეტრიანი პლაჟი იზიდავს, რომელიც მოსახერხებელია მზის აბაზანების მისაღებად. ტრადიციულად ამ პერიოდში, სასტუმროები და ყველა ქობულეთელის სახლი დამსვენებლებით ივსება. წლების განმავლობაში, ყოველწლიურად ქობულეთს 100 ათასობით დამსვენებელი სტუმრობს, ვიზიტორები ძირითადად, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ბალტიისპირეთიდან ჩამოდიოდნენ, თუმცა წელს პანდემიამ, ყველაფერი შეცვალა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში