შაქარაშვილის საქმე

15 ივლისი 2020, 20:49 1767 ნახვა

 გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს გამოსაკითხად რამდენიმე მოწმე დაიბარეს. მათ შორის ერთ-ერთი ბარბარე ურიდია იყო , რომელიც ნარეკვავის დასახლებაში იმ დროს იმყოფებოდა, როცა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ურიდია ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილი აგარაკის შემდეგ აღარ უნახავს. საქმეს ხუთი ტომი და ცალკე ელექტრონული მასალები დაემატა. ვახტანგ ჩიქოვანის და ნიკა ჟვანიას ადვოკატი არჩილ ბერიანიძე აცხადებს, რომ საქმის მასალებს სრულად ჯერჯერობით არ იცნობს, რადგან საკმაოდ მოცულობითია და დეტალების გაცნობის შემდეგ გაირკვევა, შსს-მ რა ახალი დეტალები გამოკვეთა, კონკრეტულად ამ სისხლის სამართლის საქმეში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში