ბიუროს სხდომა

16 ივლისი 2020, 14:34 1081 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის კანონპროექტის განხილვას აჭარის უმაღლეს საბჭოში  გამართულ ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. გია აბულაძეს ორი ინიციატივა ჰქონდა. ის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ, ასევე საგადასახადო კოდექსში ცვლილებების  შეტანას ითხოვდა.  მისი განმარტებით ცვლილებები მნიშვნელოვანი თამბაქოს მწარმოებელი  ფერმერებისთვისაა,  რადგან აქციზის გადასახადის შემოღების შემდეგ ყველაზე მეტად მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა დაზარალდა.

დეპუტატი ფიქრობს, რომ თავის ინიციატივებს მმართველი გუნდი პლენარულ სხდომაზე მხარს არ დაუჭერს. დღესვე სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების კანონპროექტზე იმსჯელეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში