ელექტრონული მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით დამტკიცდა

16 ივლისი 2020, 14:43 1065 ნახვა

ელექტოენული მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით დამტკიცდა.  83 მომხრე და 1 წინააღმდეგი - ამ შედეგით დასრულდა კენჭისყრა. ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა პროექტის განხილვას არ ესწრებოდნენ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ბექაურის კანონპროექტი საფრთხისშემცველია და ქვეყნის ეკონომიკას აზიანებს.  მათი თქმით, დროებითი მმართველის დანიშვნა კერძო კომპანიებში მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, როცა ბიზნესი ფინანსურ ვალდებულებებს ვერ ასრულებს.

ცვლილებათა პაკეტში კი სახელმწიფოს ჩარევა ბიზნესში შეუზღუდავია. მმართველო გუნდი კანონპროექტს მიესალმება და ამბობს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია შესაბამისი რეგულაციების გატარება და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში