ბათუმის არჩეული მერი გადადგა - საკრებულოს წევრების პოზიცია

16 ივლისი 2020, 18:03 1437 ნახვა

საკრებულოს ოპოზიცია ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებას უპრინციპოს უწოდებს და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ თამაშის ნაწილად მიიჩნევს. ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ანთაძის განცხადებით, ლაშა კომახიძე თორნიკე რიჟვაძის პოლიტიკის გამტარებელი ბოლომდე ვერ აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ მოუწია, მისი თქმით, გადადგომა, რაც შეეხება, ქართულ ოცნებას, ამბობენ, რომ ლაშა კომახიძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, თუმცა არ უარყოფენ,რომ მას გუნდთან ჰქონდა ხანგრძლივი კონსულტაციები, მათ შორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთან დაკავშირებით.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში