ევროკავშირის საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა

16 ივლისი 2020, 20:26 2635 ნახვა

კოვიდ უსაფრთხოების სტანდარტი 2-მა ქვეყანამ სერბეთმა და მონტენეგრომ ვერ გაიარა. უსაფრთხო ქვეყნების სიაში კვლავ რჩება საქართველო.

ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, საზღვრები გაუხსნას: საქართველოს, ავსტრალიის, ალჟირის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, კანადის, მაროკოს, რუანდის, სამხრეთ კორეის, ტაილანდის, ტუნისისა და ურუგვაის მოქალაქეებს.

უსაფრთხო ქვეყნების სიაში შედის ჩინეთიც, თუმცა მხოლოდ ორმხრივი მზაობის შემდეგ გაიხსნება საზღვარი.

ევროსაბჭოს ინფორმაციით, სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და მისი განახლება პანდემიური სიტუაციის მიხედვით მოხდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში