გივი ცინცაძემ პარტია “ახალი საქართველო” დატოვა

05 ოქტომბერი 2016, 00:00 4313 ნახვა

საარჩევნო პლატფორმა ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიის მეცამეტე ნომერმა, გივი ცინცაძემ დატოვა. ის გაერთიანებაში შემავალი პარტიის “ახალი საქართველოს” წევრი იყო, მისი თქმით  წასვლის მიზეზი პარტიის დამფუძნებლის გიორგი ვაშაძის უყურადღებობაა. ცინცაძე აცხადებს, რომ ვაშაძის დავალებით ქობულეთის 48 უბანზე კოორდინატორები დანიშნა, ხელფასები კი არ გადაუხადა,ასევე მისი თქმით ვაშაძე დაგეგმილ ღონისძიებებსაც არ ესწრებოდა. 

ამავე კატეგორიაში