გიგაური: წითელი ჯვრის წარმომადგენლობა ცდილობს მოინახულოს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე

17 ივლისი 2020, 14:21 1025 ნახვა

11 ივლისს ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. განცხადება შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა.

იმის მიუხედავად, რომ დე ფაქტო ხელისუფლებისგან პასუხი უცნობია, ქართული მხარე იმედოვნებს, რომ შეხვედრა მალე ჩაინიშნება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც მხარეები იმსჯელებენ, იქნება ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში