გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "კეთილი ნების ელჩი"

18 ივლისი 2020, 12:27 1340 ნახვა

სერგეი გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "კეთილი ნების ელჩი" გახდა. აღნიშნული სტატუსი მის გარდა რუსმა მომღერლებმა, ნიკოლაი ბასკოვმა და ვალერიამ მიიღეს. "კეთილი ნების" ოცი ელჩი ოკუპირებულ სოხუმში გამოავლინეს. სიის ათი წარმომადგენელი ოკუპირებული რეგიონებიდან, ათი კი  რუსეთიდანაა

ორგანიზაციის განცხადებით, "კეთილი ნების ელჩები" "აფხაზეთში ჰუმანიტარული პროექტების რეალიზაციითა და საერთაშორისო ასპარეზზე "ქვეყნის" წამოწევით დაკავდებიან".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში