რესან კონცელიძე ადასტურებს, რომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყოს

18 ივლისი 2020, 13:31 5798 ნახვა

ორ დღეში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო'' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი კანდიდატი ბათუმიდან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იქნება. რესან კონცელიძემ დღეს აჭარის მაუწყებელს დაუდასტურა, რომ კონსულტაციები გაიმართა. ოფიციალურად გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელების შესახებ, უარყოფს საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი. ანზორ ბოლქვაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ყოფილა.

რაც შეეხება ზაალ მიქელაძეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მაუწყებელთან ადასტურებს, რომ საკითხთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა დაზუსტებული გადაწყვეტილება  დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

 

 

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში