გაფრთხილება მშენებელ კომპანიას   

19 ივლისი 2020, 12:22 2216 ნახვა

ქედის მერიამ მუზეუმის   მშენებელ კომპანია „ ნიუს-თაილ- ბილდინგს“ გაფრთხილება მისცა. მერიის  მონიტორინგის ჯგუფმა კომპანიას მუშაობის ტემპი დაუწუნა.  სამუშაოები კომპანიამ   გრაფიკის მიხედვით, სექტემბრის ბოლოს უნდა დაასრულოს. 

შენობა, სადაც ახლა მუზეუმია განთავსებული, რეაბილიტაციას  საჭიროებს. პროექტის ბიუჯეტი 310  ათასი  ლარია. ქედის მერის პირველი მოადგილე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანია ვალდებულებას არ შეასრულებს, ხელშეკრულებას შეუწყვეტენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში