აანონსებენ ახალ სახეებს და გამოცდილებსაც

19 ივლისი 2020, 15:26 1502 ნახვა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ახალ სახეებსაც ვნახავთ, ისინიც იქნებიან, ვინც თავი დაიმკვიდრა თავისი ავტორიტეტით და საქმიანობის ხარისხით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საარჩევნო სიის პირველ, მეორე, თუ მესამე ხუთეულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სექტემბრისთვის გამოცხადდება. მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობას კი მმართველი პარტია ხვალ გაასაჯაროვებს. პრეზენტაცია საჯაროდ გაიმართება. 2020 ის საპარლამენტო არჩევნები 120/30, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში