შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთ - აზერბაიჯანის საზღვარზე

19 ივლისი 2020, 20:05 1247 ნახვა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება ისევ გრძელდება. ორ ქვეყანას შორის საბრძოლო მოქმედებებს, სამხედროების, პოლიციელებისა და მშვიდობიანი მოქალაქის  სიცოცხლეც კი ემსხვერპლა.  დაღუპულებს შორის, არიან სამხედრო მაღალჩინოსნებიც. 2017 წლის თებერვლის შემდეგ შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე პირველი სერიოზული დაპირისპირებაა მხარეებს შორის. სამ  წელიწადზე მეტ ხანს  ორი ქვეყნის საზღვარზე შედარებით  სიმშვიდე იყო. თუმცა მიმდინარე შეტაკებებმა ყველა მასშტაბს გადააჭარბა. კონფლიქტის არეალი კი,  აჩვენებს, რომ   გეოფრაფია გაფართოვდა.   ამ ეტაპზე კონფლიქტის დე ესკალაციის პირობა არ ჩანს.

თუ მხარეებს შორის არსებულ დაპირისპირებას გავითვალისწინებთ,  საბრძოლო მოქმედებების შემდეგ მოლაპარაკებების, თუნდაც მიმდინარე წლის თებერვლის პოზიციაში დაბრუნებაც  ბუნდოვან პერსპექტივად მოსჩანს.  რაც შეეხება დიპლომატიურ ფრონტს, აქ შედეგები აზერბაიჯანის სასარგებლოდაა. გაერომ, ეუთომ და ევროკავშირმა ნეიტრალური შინაარსის განცხადებები გაავრცელეს, თუმცა ერევანში უფრო სხვა მიდგომას და აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოყენებასა და სიტუაციის ესკალაციაში დადანაშაულებას მოელოდნენ. მსგავსი შინაარსის განცხადება იყო კვიპროსიდან. ამავე დროს, აზერბაიჯანმა მხარდამჭერი და სომხეთის ქმედებების დამგმობი განცხადებები მიიღო სუამიდან, თურქეთის საბჭოდან და ისლამური კონფერენციის ორგანიზაციისგან. აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთმა, მოლდოვამ და უკრაინამ.

საქართველოს, რომელიც სუამის განცხადებას შეუერთდა, რომელიმე მხარის მხარდამჭერი ან დამგმობი განცხადება არ გაუკეთებია. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ორივე მხარეს მშვიდობისკენ მოუწოდა. იგივე პოზიცია დააფიქსირა რუსეთმაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში