ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურობით ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის კრიზისი აეცილებინა - ივანიშვილი 

20 ივლისი 2020, 11:26 1703 ნახვა

პარტია ''ქართული ოცნება'' დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ ოპოზიცია ხავსს ეჭიდება. ბიძინა ივანიშვილმა ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიალზე განაცხადა. 

მისი თქმით, ხალხი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. 

''ჩვენ ისეთი ხელისუფლებამ გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურობით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის აეცილებინა კრიზისი, რაც სავსებით შესაძლებელი იყო. არათუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი. მახსოვს, როგორც გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი. ეს ის ტრავმაა, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ხალხს.

სულ ახლახან, როდესაც კენჭი ეყრებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე და ამით საკუთარ თავსაც კი აჯობეს. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი, უბრალოდ, ხავსს ეჭიდება. მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში იმ რვაწლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დავაყენეთ. 

მე მჯერა, ხალხს აქვს იმის სიბრძნე, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს და ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი'' - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში