''ქართულმა ოცნებამ'' რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

20 ივლისი 2020, 11:52 1757 ნახვა

"ქართული ოცნების" გუნდმა რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. აჭარის სამ საარჩევნო ოლქში დეპუტატობისთვის რესან კონცელიძე, ზაალ მიქელაძე და ანზორ ბოლქვაძე იბრძოლებენ. 

ზაალ მიქელაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრია, ანზორ ბოლქვაძე კი მეცხრე მოწვევის პარლამენტარი.  

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის მხოლოდ ერთი ქალია. ნინო ლაცაბიძე რუსთავის ოლქში დასახელდა. 

რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებია:

ზუგდიდის საარჩევნო ოლქში - ირაკლი ჩიქოვანი;

ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში - ირაკლი ხახობია;

აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ოლქში -  ალექსანდრე მოწორელია;

რუსთავის ოლქში - ნინო ლაცაბიძე;

მარნეულისა და გარდაბნის ოლქში - ზაურ დარგალი;

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის ოლქში - გოგი მეშველიანი;

ქუთაისის ოლქში - ზაზა ლომინაძე;

სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში - გივი ჭიჭინაძე;

საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში - პაატა კვიჟინაძე

ზესტაფონის, ბაღდადის, თერჯოლისა და ტყიბულის საარჩევნო ოლქში - ბეჟან წაქაძე;

გორისა და კასპის ოლქში - გიორგი ხოჯევანიშვილი;

ხაშურისა და ქარელის ოლქში - ზაზა დუგლაძე;

ამბრორაულის, ონის, მესტიისა და ცაგერის ოლქში - გოჩა ენუქიძე;

ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის ოლქში - ანტონ ობოლაშვილი;

ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოლქში - საველ მანუკიანი;

ბათუმის ოლქში - რესან კონცელიძე;

ქობულეთის ოლქში - ზაალ მიქალაძე;

ხულო, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის ოლქში - ანზორ  ბოლქვაძე;

მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ოლქში - შალვა კერესელიძე;

ოზურგეთის, ლანჩხუთის ადა ჩოხატაურის  ოლქში - ვასილ ჩიგოგიძე

​თელავის, ახმეტისა და ლაგოდეხის ოლქში - ირაკლი ქადაგიშვილი;

გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს ოლქში - დავით სონღოლაშვილი.

 

 

 

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში