„მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში იდეების წარდგენა სრულდება

20 ივლისი 2020, 10:24 1997 ნახვა

მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში იდეების  წარდგენა ქედაში დღეს სრულდება. მერიაში განსახორციელებელი პროექტების 14 იდეაა დარეგისტრირებული. დოლოგნისა და დაბა ქედის მოსახლეობამ გარეგანათებების, პარკების, დასასვენებელი და გასართობი ცენტრების მოწყობის იდეები წარადგინა.

შემდეგ ეტაპზე წარდგენილ იდეებს შეარჩევენ.პროექტი  წელს საპილოტეა და მხოლოდ  დოლოგანსა და დაბა ქედაში განხორციელდება.  პროგრამა ბიუჯეტის დაგეგმვაში მოქალაქეების მიერ სოფელში განსახორციელებელი პროექტის იდეების წარდგენას და ხმის მიცემის პროცედურით იდეის შერჩევას გულისხმობს.

პროექტი წელს პანდემიის გამო დროებით შეჩერდა, ამიტომ მიმდინარე წელს მხოლოდ იდეების წარდგენა და კენჭისყრა მოხდება. ხოლო, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალ წელს განხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 300 ათასი ლარია. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში