წინასაარჩევნო მოთხოვნები სოფლად

21 ივლისი 2020, 20:35 1697 ნახვა

დაზიანებული გზის პრობლემა აქვთ, სოფელ ქვედა აგარაში მცხოვრებლებს. როგორც ყვებიან, ამორტიზებულ გზაზე წვიმიან ამინდში გავლა საფრთხის შემცველია. გარდა ამისა, ფარტენაძეების ოჯახი საცხოვრებელ სახლთან საყრდენი კედლის მოწყობას ითხოვს, რადგან  გზიდან ქვა და მიწა საცხოვრებელ სახლთან ჩადის. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ოჯახს საყრდენი კედლის მოწყობასთან დაკავშირებით განცხადებით არ მიუმართავს, ადგილზე ვითარებას სპეციალისტები შეისწავლიან. რაც შეეხება გზის კეთილმოწყობას დეპარტამენტი,დაზიანებულ გზაზე ბეტონის საფარის დაგებას, წელს გეგმავს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში