ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

22 ივლისი 2020, 12:24 1998 ნახვა

ქობულეთის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. ის ამ პოზიციაზე 2014 წლიდან მუშაობს. 

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ამბობს, რომ ასლან ქათამაძემ  თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება კანცელარიაში გუშინ დატოვა. 

მერი ფიქრობს, რომ შესაძლოა ასლან ქათამაძეს სხვა პოზიციაზე გადასვლა სურდა. კითხვაზე: სხვა პოზიციაზე გადასვლის სურვილი, თანამდებობრივია, თუ პოლიტიკური ნიშნითაა განპირობებული? მერმა ამ კითხვას არ უპასუხა.

თანამდებობის დატოვებას ქობულეთის მერი მშენებლობების ნებართვების გაცემას არ უკავშირებს. 

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა თანამდებობა ქობულეთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა კაიკაციშვილმაც დატოვოს, თუმცა, დღეს, ეს ინფორმაცია არც კაიკაციშვილმა და არც მერმა არ დაადასტურეს. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში