უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კოდექსზე ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ

23 ივლისი 2020, 12:00 1785 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.  საკითხს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე წარადგენს. სხდომა 14  საათზეა ჩანიშნული და მასზე  უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების შესახებაც იმსჯელებენ.  

თორნიკე რიჟვაძემ თითოეულ ვაკანტურ პოზიციაზე ორ-ორი კანდიდატურა, სულ ექვსი პირი დაასახელა. რამაზ ბოლქვაძე ,ირაკლი გვარჯალაძე, მარიამ გუგუნავა, სოფო დიასამიძე,ნოდარ მელაძე და დავით ფარტენაძე.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში