სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი ღია სივრცეში კონცერტებს გამართავს

23 ივლისი 2020, 14:09 1627 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი დღეიდან, მაყურებლებს ღია ვერანდაზე  უმასპინძლებს. ახალგაზრდული მუსიკალური  თეატრის სოლისტები, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების მოხსნის შემდეგ, პირველად წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.

სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნომრების მოსმენა მსურველებს  20 :00 საათზე შეეძლება. მუსიკალური საღამო კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით მომუშავე ექიმებს ეძღვნება.  29 ივლისიდან კი სალონური საღამოები გაგრძელდება

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში