მაჭახლის ხეობაში ელექტრო ღობეები მოეწყობა

23 ივლისი 2020, 17:54 1530 ნახვა

მაჭახლის ხეობაში ელექტრო  ღობეების  მონტაჟი  დაიწყო. ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, პროგრამით სოფელ ჩხუტუნეთში 42 ოჯახი ისარგებლებს და 22 ჰექტარის ფართობი შემოიღობება.  პროექტისთვის 75 ათასი ლარი დაიხარჯა.

პროგრამის მიზანი გარეული ცხოველებისგან ნარგავების დაცვაა. პროგრამისათვის მერიის ინფორმაციით, გზის განაპირას მცხოვრები ოჯახები შეარჩიეს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში