მუსიკალურ ცენტრში კონცერტები ღია სივრცეში განახლდა

24 ივლისი 2020, 10:02 1882 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კონცერტები განახლდა, პანდემიის გამო  გამოცხადებული შეზღუდვების შემდეგ, გუშინ პირველი კონცერტი მუსიკალური ცენტრის ვერანდაზე გაიმართა. მსმენელის წინაშე ,,ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი“ წარსდგა, საღამოზე  სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნომერი შესრულდა.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გაწეული საქმიანობის გამო, კონცერტი ქართველ მედიკოსებს მიუძღვნა.  29 ივლისიდან  მუსიკალურ ცენტრში სალონური საღამოები განახლდება.  

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში