ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციაზე შესაძლოა თვის ბოლოს იმსჯელონ

06 ოქტომბერი 2016, 00:00 2145 ნახვა

ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას კენჭი შესაძლოა ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში დაგეგმილ სხდომაზე უყაროს. ინფორმაცია ევროკავშირის მუდმივმოქმედი ელჩების გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ გავრცელდა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები. თუ დღეს საბჭოში რეგულაციებზე შეთანხმდებიან, პროცესი დაჩქარდება და ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის მომხსენებელ მარია გაბრიელს შესაძლებლობა მიეცემა ევროკავშირის წარმომადგენლებთან კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებიდან მოლდოვის შემდეგ საქართველო იქნება მეორე, რომელიც ევროგაერთიანებასთან უვიზო მიმოსვლას მიიღებს.  გადაწყვეტილებას კოსოვო, უკრაინა და თურქეთიც ელოდებიან.

ამავე კატეგორიაში