დაკავებული მორაგბეების ადვოკატი დეპუტატად კენჭისყრას აპირებს

26 ივლისი 2020, 12:02 1806 ნახვა

შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი მაჟორიტარად კენჭისყრას გეგმავს. ალექსანდრე კობაიძე ამის შესახებ ფეისბუქზე წერს.კობაიძეს არ დაუკონკრეტებია რომელი პარტიის სახელით აპირებს კენჭისყრას და არც ის დაუწერია, იქნება თუ არა დამოუკიდებელი კანდიდატი. ალექსანდრე კობაიძე ადვოკატის სახით არაერთ გახმაურებულ საქმეში ყოფილა ჩართული.

ბოლო დროს იგი როგორც უკვე გითხარით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის ინტერესებს იცავს. კანდიდატად დარეგისტრირების შემთხვევაში, მას პროფესიული საქმიანობის შეჩერება მოუწევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში