კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა

27 ივლისი 2020, 12:20 1358 ნახვა

კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა  საქართველოში. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი. კოვიდ 19 დაუდასტურდა კიდევ ერთ პაციენტს აჭარაში. ინფიცირებული საკარანტინო სივრციდანაა. იგი უცხოეთიდან დაბრუნდა. სულ კლინიკებში ,,კოვიდ 19“  -ის დიაგნოზით  199 ადამიანი მკურნალობს სხვადასხვა კლინიკაში.   სპეციალისტების განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლებაა დინამიკაში, რაც მედიკოსების განცხადებით ეპიდემიოლოგების აქტიური მუშაობის შედეგია. ასევე როგორც ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი აცხადებს, მძიმე პაციენტების რაოდენობაც შემცირებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში