სეზონური ინფექციები

28 ივლისი 2020, 18:30 1519 ნახვა

შედარებით გაზრდილია სეზონური ინფექციები ზაფხულის პერიოდში. მედიკოსების თქმით, ეს ცხელი ამინდებისთვის დამახასიათებელი ტენდენციაა. ამიტომაც სპეციალისტთა რჩევაა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და საკვების სწორი თერმული დამუშავება-შენახვა. ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ინფექციების დროს სიცხის დაფიქსირების შემთხვვაში პაციენტებს კორონავირუსის გამოსარიცხად კოვიდ 19-ზე ტესტირებას უტარებენ. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ბოლო წლებში ნაწლავური ინფექციების რიცხვი მცირდება და წელსაც შარშანდელთან შედარებით შემთხვევათა რაოდენობა განახევრებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში